ბათუმში, ავარიის შედეგად 8 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მოხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხვა ავტომობილებს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება.