ომი უკრაინაში და ევროკავშირის გაფართოება - ეს საკითხები განიხილეს დეპუტატებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ევროინტეგრაციის პროცესისთვის კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პლენარულ სხდომამდე კი ასამბლეის კომიტეტების სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა რეზოლუციების პროექტები განიხილეს.ოპოზიცია დღესაც უმრავლესობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ინტერესდებიან თუ რამდენად შედგა კომუნიკაცია დელეგაციის ხელმძღვანელსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქართული ოცნების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
სხდომას გამოეხმაურა პრემიერიც, მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ.