ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ფემიციდის საწინააღმდეგოდ მუშაობა და სახელმწიფო საზღვრის დაცვა - ამ კითხვებზე მოუწევს დღეს პასუხების გაცემა ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში.
შინაგან საქმეთა მინისტრს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს თავად ადრესატისგან მოისმენენ.
კითხვები ექნებათ მმართველ გუნდშიც, სადაც ფიქრობენ, რომ შსს წარმატებული უწყებაა და ვახტანგ გომელაური უპასუხოდ არ დატოვებს ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ „პროვოკაციულ“ კითხვებს.