აქცია შალიკაშვილის ქუჩაზე

18 მარტი 2024, 20:05 572 ნახვა

ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ქუჩის რეაბილიტაციას - წყლის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ.

როგორც გვიყვებიან, წვიმის დროს ქუჩის მონაკვეთი ისე იტბორება, რომ წყალი იქ ხანგრძლივად დგას.

შესაბამისად აქვთ გადაადგილების პრობლემა, არ არის სანიაღვრე სისტემა და არც საკანალიზაციო ქსელია მოწყობილი, წყალი კი ინდივიდუალური საქაჩი სისტემებით მიეწოდებათ. მოსახლეობის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად მათ წერილობით შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვეუბნებიან, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი