იენს სტოლტენბერგის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციისა და უმრავლესობის განწყობები ემთხვევა, პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მაშინ- როდესაც რეგიონში უსაფრთხოების გარემო შეცვლილია და ქვეყანა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. მათი მტკიცებით, გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების გარანტი სწორედ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებაა.