თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი

18 მარტი 2024, 12:29 438 ნახვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „პესაროს“ ესტუმრა და დამატებით დროში 86:87 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი იყო. მან 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. „ვირტუსს“ 16 მოგება, 7 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილებს „ვენეციასთან“ იყოფს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი