სააღდგომო მარხვა დაიწყო. მორწმუნეებისთვის აღდგომის მარხვის პირველი კვირა მკაცრია. აღდგომის დღესასწაულს წელს მრევლი 5 მაისს იზეიმებს. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები.
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა.
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ შენდობის ლიტურღია აღავლინა.