ენმ ''მაჭახელას'' მარცხს გამგეობას უკავშირებს

23 მაისი 2016, 00:00 3950 ნახვა

საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" პირველი ლიგიდან გავარდნას ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის ორგანიზაციაში გამოეხაურენ. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გუნდს სათანადო ყურადღება არ ექცევა, რაც კლუბის შედეგებზეც აისახა და გუნდი დაშლის პირასაა. განცხადებას კლუბის ხელმძღვანელობა პასუხობს. "მაჭახელას" დირექტორი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პირველი ლიგიდან ხელვაჩაურის "მაჭახელა" ფეხბურთელების მძიმე ტრავმების გამო გავარდა. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში