ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება განიხილება

17 მარტი 2024, 15:00 412 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეზე, ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის საკითხი. 

ალბოროვის სიტყვებით, მოსკოვი და ცხინვალი „კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ“. ცნობისთვის, 2023 წელს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკა მალე შეუერთდება რუსეთს.

ამავდროულად,  2022 წლის მაისში კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი  პესკოვმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "რეფერენდუმის" შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას ე.წ. რესპუბლიკის ანექსიისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი