ხვალ საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის. 18 მარტის დღის წესრიგი უკვე გაწერილია. იენს სტოლტენბერგი ჯერ ქვეყნის მთავარსარდალს შეხვდება, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ კი მას პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ხვალვე კობახიძისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოდან კი სომხეთში ჩავა სადაც ასევე ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს შეხვედრებს.
სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს კი დღეიდან იწყებს, სტოლტენბერგს დღეს აზერბაიჯანში ელოდებიან, სადაც გუშინ ოფიციალური ვიზიტი დაასრულა ირაკლი კობახიძემ და აღსანიშნავია, რომ ნატოს გენ მდივანი შეხვდება ბაქოში მათ, ვისთანაც აუდიენციები უკვე ჰქონდა გუშინ პრემიერს.