საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს - ილჰამ ალიევი

16 მარტი 2024, 21:33 447 ნახვა

საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ტვიტერზე” წერს.

როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ღრმა ისტორიულ ფესვებს ეფუძნება.

„საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში