ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

16 მარტი 2024, 15:01 420 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

მანამდე, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო. მთავრობის მეთაური აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვსაც შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას, დღეს, ეწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი