ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია 18 მარტს ჩამოვა

15 მარტი 2024, 21:18 466 ნახვა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება.

ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში