აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა გამოძიება საქმის ირგვლივ აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოება შედეგს მალე ნახავს. რაც შეეხება მშობლების პროტესტს და განცხადებებს, პატარაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.