,,საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფშია“ - ეს გაერო-ს ადამიანური განვითარების ინდექსის ახალი მონაცემებია.
2023-2024 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა ანგარიშთან შედარებით, შეფასება გაიუმჯობესა და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს.
ამ მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატო-ს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს, ასევე არა ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს.