ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

13 მარტი 2024, 14:01 342 ნახვა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით ფინეთის როლზე.

გამოითქვა იმედი, რომ ფინეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში ალექსანდერ სტუბის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობა და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში