საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.
მიხეილ სარჯველაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.