ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი

12 მარტი 2024, 11:00 478 ნახვა

„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პროექტის  ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.  

პროექტს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა აქვს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

როგორც სამინისტროში ამბობენ, ჰაერის მონიტორინგის მიზნით ხელისუფლებამ საკანონმდებლო რეგულაციების მიღების პარალელურად პროექტები განახორციელა.

გარემოს დაცვის მიმართულებით შვედეთის მხარდაჭერის გაგრძელებაზე ისაუბრა ელჩმა. შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელები, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში