ბულვარის მოიჯარეების აქცია

11 მარტი 2024, 14:48 346 ნახვა

ბათუმის ბულვარში თვითნებურად დასაქმებულთა აქცია  გაიმართა. მოიჯარეები ბულვარში შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე გადაეცეთ ტერიტორიები აუდიტის მიერ დადგენილი თანხის სანაცვლოდ, ვინაიდან რისკები დაიყვანონ მინიმუმამდე, რომ მომდევნო ჯერზე ადგილი აუქციონით სხვას არ ერგოს. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა.

შეხვედრას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა. მისი თქმით, გასულ წელს მოიჯარეებს წარუმატებელი საზღვაო სეზონი ჰქონდათ, მთავრობამ ამ მიმართულებითაც უნდა იზრუნოს, ამასთან უნდა შესრულდეს მათი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას სამდღიან ვადას აძლევენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში