ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" ეროვნული ჩემპიონატის 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. გელა კიკალიშვილის გუნდმა პირველი ტურის შეხვედრაში ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. კაწია მალიშევას წაქცევისთვის სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად, დარინა სელიმბამ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ნახევრის 81-ე წუთზე კი ბათუმლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. თათია შაინიძის გამოზომილი გადაცემით გოლი თამარ სალუქვაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს. 89-ე წუთზე გატანილი გოლით თავი, ანი დავითულიანმა გამოიჩინა.
მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 13 მარტს სტუმრად „ნორჩი დინამოს“ წინააღამდეგ ჩაატარებს, ხოლო ხობის „კოლხეთი“ ამავე დღეს გასვლაზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტს „ელიტას“ დაუპირისპირდება.