დირექტორობის მსურველთა ტესტირება

10 მარტი 2024, 12:01 982 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს დღეს ტესტირება ჩაუტარდებათ.  სასერთიფიკაციო გამოცდა თბილისსა და რეგიონებში ტარდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს მოიცავს.

გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია. კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს. 

ამის შემდეგ კანდიდატები განათლების სამინისტროში გასაუბრებას გაივლიან და წინასწარ შერჩეული სკოლების განვითარების კონცეფციას წარადგენენ.

კონკურსის წესებში ცვლილება ცოტა ხნის წინ შევიდა და სერტიფიცირების ეტაპზე გასაუბრება გაუქმდა. აჭარაში 160-ზე მეტ სკოლაშია დირექტორის ვაკანსია. ზოგ სკოლაში ერთია კანდიდატია რეგისტრირებული, სკოლების ნაწილში კი კონკურენცია მაღალია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში