თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

10 მარტი 2024, 10:18 403 ნახვა

თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. პროტესტი, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ, ადგილობრივი მედია იტყობინება.

აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

აქცია გაიმართა იერუსალიმშიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილებმა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი