თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„„ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ გვაიძულებს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს „ჰამასის“ ლიდერებთან და მათ მტკიცედ უჭერს მხარს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სტალინს, ჰიტლერს და მუსოლინის შეადარა. ღაზაში არსებულ სიტუაციას კი, გენოციდი უწოდა.