„დინამო“ ბათუმისა და წყალტუბოს “სამგურალის” მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

09 მარტი 2024, 13:05 562 ნახვა

11 მარტს, „დინამო“ ბათუმი ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ: biletebi.ge-ზე უკვე დაწყებულია.

ბილეთების შეძენა ასევე უკვე შესაძლებელია ბათუმის სტადიონის მიმდებარზე სალაროებშიც. ბილეთის ფასი 5,10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

„დინამო“ ბათუმისა და წყალტუბოს „სამგურალის“ დაპირისპირება „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ „დინამო“ ბათუმს გორის „დილასა“ და „იბერიას“ მსგავსად, სატურნირო ცხრილში ექვსი ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით შავიზღვისპირელები პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში