სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივები“ დაამარცხა

08 მარტი 2024, 17:09 902 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში ოზურგეთის „არწივებს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 49:17 დაამარცხა.

ირაკლი ნინიძის შეგირდებმა მეტოქეს საერთო ჯამში 7 ლელო დაუდეს და ბონუს ქულაც გამოიმუშავეს.

ლელოების დუბლით თავი, გიორგი მენაბდემ გამოიჩინა. თითო-თითო ლელო კი, პენი მაკას, ჯაბა შათირიშვილის, კობა ბუჯიაშვილის აუსტინ პრინსის და ლაშა ფოფხაძის ანგარიშზეა, ხოლო 4 ზუსტი გარდასხვითა და 2 ჯარიმით გუნდს მამუკა ნინიძე დაეხმარა.

ამ დროისთვის „ბათუმი“ რაგბი დიდი 10 -ის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

შავიზღვისპირელები რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას 23 მარტს სტუმრად მოქმედი ჩემპიონის რუსთავის „ხარების“ წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი