ბათუმში საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა

07 მარტი 2024, 21:10 580 ნახვა

„ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

„ინტერის“ შემადგენლობაში ორივე გოლი პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ გაიტანა.

გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ, საყვარელი ქართველი მოთამაშეები ეხილათ. „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ კი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თამაშობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში