ანსამბლ “ხორუმისა” და სტამბოლის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის “კავკასიური არწივები”-ს ერთობლივი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. სცენაზე არაერთი ქართული, ასევე ინტერპრეტირებული სცენოგრაფიით და მუსიკით გაფორმებული ნომრები შესრულდა. მოწონება დაიმსახურა თემურ ბიბილეიშვილის მიერ დადგმულმა კომპოზიცია “საგანძურმა”, რომლიც კონცერტის საფინალო ნომერი იყო. ღონისძიებას ცნობილი ქორეოგრაფები ესწრებოდნენ.