საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისივე განცხადებით, ჟიული შარტავა ყველასთვის გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია.
„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.
მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.