მექსიკაში მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის კარი შეამტვრიეს 

07 მარტი 2024, 10:55 404 ნახვა

მექსიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს  საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 2014 წელს მექსიკაში 43 სტუდენტის გაუჩინარებას აპროტესტებდა.

მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის კარი სახელმწიფო ელექტროკომპანიის თეთრი პიკაპის გამოყენებით შეამტვრიეს. ამ დროს შენობაში პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავდა. 

შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სასახლის შიგნით ბარიერები აღმართეს, რათა მომიტინგეების შტურმისთვის შეეშალათ ხელი. 

მოგვიანებით მომიტინგეები დაიშალნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი