ტაქსის მძღოლების აქცია

05 მარტი 2024, 15:36 352 ნახვა

გამოჩნდეს დამსაქმებელი და გაფორმდეს ხელშეკრულებები – ამ მოთხოვნით მეორე დღეა აქციას მართავენ ბათუმში იანდექსის, ბოლტისა და მაქსიმის აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები. როგორც აქციის მონაწილეები და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ამბობენ, მძღოლებს არ აქვთ ხელშეკრულებები გაფორმებული და ვერც კომპანიების ადმინისტრაციებთან ხერხდება კომუნიკაცია. ტაქსის მძღოლების ინფორმაციით, გადასახედია ტარიფები – არის მაღალი საკომისიო და დაბალი შემოსავალი, გაუმართავია აპლიკაცია და აქვთ არაერთი პრობლემა, რომელიც დროულად გადასაჭრელია. ადმინისტრაციების იდენტიფიცირების და მათთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით დღეს აქციაზე მობილური ჯგუფები შეიქმნა. თუ პრობლემა ვერც ამ გზით გადაიჭრა პროფკავშირები არც გაფიცვას გამორიცხავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში