ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ქვეგრანტიორი, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ბათუმის ავტოტრანსპორტში პრაქტიკული და თეორიული ტრენინგი ჩატარდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ავტობუსებით გადაადგილების დროს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ტრენინგი პროექტ “ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების”- ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაა. პროექტის ფარგლებში ბათუმის 5 ქუჩაზე განხორციელდება მონიტორინგი.