აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების 6 კვირით შეჩერებას და ახლა „ჰამასის“ პასუხს ელოდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემუშავებულია შეთანხმების ჩარჩო, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად ეთანხმება, ხოლო „ჰამასი“ ჯერ კიდევ ადგენს იმ მძევლების სიას, რომელთა გათავისუფლებასაც დათანხმდება.