თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ - დონალდ ტრამპი

03 მარტი 2024, 10:05 356 ნახვა

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ, – ამის შესახებ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში, კიდევ ერთხელ, დაადანაშაულა და საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ უწოდა.

„მე თქვენ წინაშე ვდგავარ, არა მხოლოდ, როგორც თქვენი ყოფილი და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ, როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი. ეს გახლავთ თაღლითური და საშიში მანქანა. ეს არის ანტიდემოკრატიული მანქანა. ეს ადამიანები არიან ბანდიტები და მჩაგვრელები“, – განაცხადა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში