ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

29 თებერვალი 2024, 23:20 796 ნახვა

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე ,დაშავებულია ერთი ადამიანი,რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით დაშავებულ ახალგაზრდა კაცს კისრის მალების მოტეხილობა აქვს ,თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

რაც შეეხება შემთხვევას,მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა.

შსს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში