არაფორმალური განათლების აღიარების პროგრამა 

29 თებერვალი 2024, 14:01 382 ნახვა

არაფორმალური განათლების აღიარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სპეციალობის მქონე  20 ადამიანს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცათ.

კონკრეტული პროფესიის   დადასტურების მიზნით  მსურველებს, კოლეჯ  ბლექსიში  შესაბამისი  სპეციალისტები აფასებენ  და ოფიციალურ დოკუმენტაციას უმზადებენ, რის შემდეგაც დასაქმების მაძიებელისთვის სამსახურის დაწყება მარტივდება. 

არაფორმალური  განათლების აღიარება  4 პროგრამაზე: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, ელექტროობასა და შედუღებაზე  მიმდინარეობდა.

მიმდინარე წელს  პროგრამების რაოდენობა 11-მდე   უნდა გაიზარდოს.

პროექტს კოლეჯი ბლექსი აჭარის დასაქმების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  2022 წლიდან ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი