კულტურის სახლის რემონტის დაგვიანებისთვის სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა 

29 თებერვალი 2024, 14:05 472 ნახვა

ქობულეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია ვადების ამოწურვის მიუხედავად არ დასრულებულა. ტენდერში გამარჯვებულმა  კომპანია  შპს "ნიკამ"  ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები არ  შეასრულა,  სამუშაოები დააგვიანა, რისთვისაც  პირგასამტეხლო დაეკისრება - ამბობს მერის მოადგილე.

საუბარია 400 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში სკამებისა და სცენის მონტაჟზე, არადა თვითთმმართველობამ კულტურის სახლის რემონტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 ათასი ლარი გამოიყო.   

კომპანიის მიერ პირობების დარღვევის გამო,  2 მარტს დაგეგმილი ჯგუფ "რეროს" სოლო  კონცერტი, კულტურის სახლის ნაცვლად,  ღია ცის ქვეშ, თუმცა ისევ 2 მარტს  ჩატარდება,  სადაც სცენის მონტაჟი  უკვე დაწყებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში