ორი პოლიტიკური მკვლელობა მექსიკაში საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ   

28 თებერვალი 2024, 10:02 473 ნახვა

მექსიკაში ყველაზე მასშტაბური საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მერობის ორი პრეკანდიდატი მოკლეს. პროკურატურის განცხადებით,  კანდიდატი მმართველი  პარტიიდან  მაშინ მოკლეს, როდესაც ის  კლინიკას ტოვებდა, სადაც მუშაობდა.  მეორე მკვლელობა რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ქალაქში მოხდა. 

ოპოზიციური პარტიის  მერობის პრეკანდიდატს  ღამით მოტოციკლეტიდან ორმა მამაკაცმა ესროლა - ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მექსიკაში წინასაარჩევნო კამპანია 1-ელ მარტს დაიწყება 2 ივნისის  საყოველთაო  არჩევნებისთვის, რომელზეც  პრეზიდენტის ჩათვლით 20 ათასზე მეტ თანამდებობის პირს აირჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი