ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

27 თებერვალი 2024, 13:59 617 ნახვა

ქედაში, ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუაცია განხორციელდა. აღსაზრდელები გაიყვანეს მიმდებარე საბავშვო ბაღიდანაც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ბინებში არ გადასულა, თუმცა კორპუსის დეტალური დათვალიერება ჯერ არ მომხდარა.

ქედის მერის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება, შეფასდება და ადგილობრივებს შესაბამისი დახმარება ამის შემდეგ გაეწევათ. ქედის მერია მზაობას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დროებითი ალტერატიული საცხოვრებელი ფართი შესთავაზოს.

ქედაში, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დღეს დილით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი