ვარშანიძის ქუჩის რეაბილიტაცია

27 თებერვალი 2024, 11:10 444 ნახვა

მამია ვარშანიძის ქუჩაზე 28-ე სკოლასთან არსებული ხიდი  იცვლება, სამუშაოები ვარშანიძისა და ხახულის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის  ნაწილია, სულაბერიძის ქუჩიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე საერთო ჯამში 15 ხიდის მოწყობაა დაგეგმილი, საიდიანაც მერიის ინფორმაციით, 13 უკვე მოეწყო.

პროექტი სანიაღვრე არხების, ტროტუარების, ბორდიურების, საყრდენი კედლების მოწყობა მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე  ქუჩის გასწვრივ მდინარის  ნაპირსამაგრი კედლისა და საძირკვლის  მოწყობა მიმდინარეობს.

ვარშანიძისა და ხახულის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით 31 მილიონი ლარია, სამუშაოები კი სრულად 2026 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი