ბაიდენს იმედი აქვს, რომ ღაზაში ცეცხლი მომავალ ორშაბათამდე შეწყდება

27 თებერვალი 2024, 10:08 380 ნახვა

ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-ჰამასის ომში ცეცხლი მომავალ კვირას შეწყდება. 

ორშაბათს ნიუ-იორკში ვიზიტისას  ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტის თარიღიც ივარაუდა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები  4 მარტამდე შეწყდება.

პრეზიდენტი ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი ხუთშაბათს ტეხასის სასაზღვრო ქალაქებში გაემგზავრებიან. 

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ  2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის  საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით  განცხადებებს გააკეთებენ და საზღვარზე ქაოსში ერთმანეთს დაადანაშაულებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში