პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს - მდინარაძე

26 თებერვალი 2024, 16:08 371 ნახვა

იშვიათად მინახავს ისე რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, როგორებიც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩვენთან კონტაქტობდნენ, მგონი, დიდი საიდუმლო არ არის იმის გამხელა, რომ ალტერნატიული ვერსიების ავტორებიც თავად გახდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, მუშაობა წარიმართოს.

„გასაგებია, რომ პროფესიონალი ექიმები არიან, მაგრამ ამავე დროს სხვა საკითხებშიც იმდენად კარგად ერკვეოდნენ და იმხელა კვალიფიკაცია გამოაააშკარავეს, რომ მათი არგუმენტები ძალიან მყარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ალტერნატიული ვერსიის დამუშავება. პრემიერ-მინისტრმა დავალება გასცა, რომ რაც შეიძლება მალე ალტერნატიული პროექტი მომზადდეს და ისე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაიხუროს, დაიწყოს მშენებლობა იგივე ტერიტორიაზე.

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იყოს სხვა თემებზე საუბარი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის ნაწილი გამოდგეს იმისათვის, რომ საინვესტიციო მიზნები განხორციელდეს და შემდეგ ამან სახელმწიფოს გაუადვილოს ძალიან ძვირიანი პროექტის განხორციელება, ამაზე საუბარი შეიძლება ამის შემდეგ იყოს. ეს არ იქნება რამდენიმე ათეული მილიონით დაფინანსებული პროექტი, ასეულობით დაფინანსებული პროექტი უნდა იყოს და თუ ამაში კერძო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას, პროცესიც დაჩქარდება. პრემიერის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საშუალება მისცა, თან არ გაჩერდნენ და თან მუშაობა წარიმართოს. მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს მოხერხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი