გასულ ღამეს, რუსეთი უკრაინას 18 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკიდან და ჩაუდის კონცხიდან – ყირიმიდან გაუშვეს კიევის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მიმართულებით.
საჰაერო თავდასხმის შედეგად ხმელნიცკის რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.
ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე არ გავრცელებულა.
მედიის ცნობით, ნიკოლაევის რეგიონზე თავდასხმისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ხუთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.