„ჩემო უკრაინა - 100 ქართველი პოეტი უკრაინას“ - ასე ქვია ლექსების კრებულს, რომელიც ქართველმა ხელოვანებმა უკრაინელ ხალხს მიუძღვნეს.
ეს არის რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევარი, უკრაინის თემატიკაზე, სადაც ქართველი პოეტების მიერ ორი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შეტანილი.
კრებულის რედაქტირებასა და თარგმნაზე ომში მყოფი 20 უკრაინელი პოეტი მუშაობდა.