სოფელ გელაძეებში შემოვლითი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტი

24 თებერვალი 2024, 10:52 586 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტი, ხულოში, სოფელ გელაძეებში, გადაუდებელი საჭიროებისთვის, ალტერნატიული გზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაო პროცესს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, მამუკა თურმანიძე, მოადგილესთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მუნიციპალიტეტის მერთან და გეოლოგებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, ცდილობენ გზის აღდგენითი სამუშაოები მალე დასრულდეს.

„ალტერნატიული გზა სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად, სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. ვცდილობთ დროულად აღვადგინოთ გზა და სოფელ გელაძეებიდან ადგილობრივებმა შეძლონ გადაადგილება“, - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

 

ერთი თვის წინ, სოფელ გელაძეებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზა დაზიანდა.

ამ ეტაპზე, მეწყრული კერა აქტიურია და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, სპეციალისტების მიერ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის ინფორმაციით, ჯერჯერობით, გზის გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი