სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და ამ მხრივ არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს - პრემიერი

23 თებერვალი 2024, 15:02 442 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალოს.

პრემიერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ილია დარჩიაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის რაიმე თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ.

"არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იქნება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. არავითარი ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება, გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ, სამ წელიწადში ასეთი რამ თუ მოხდება, ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ წარმოებს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არის, რაც ძალიან მკაფიოდ შემიძლია, გითხრათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში