შეხვედრები 9 რეკომენდაციის შესასრულებლად

23 თებერვალი 2024, 14:08 384 ნახვა

სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მმართველი გუნდს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის კონკრეტული შეთანხმება ვერ შედგა.

ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს. თუმცა აღნიშნულ სისტემაზე ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

თავის მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემაში სიღრმისეული ცვლილებები საჭირო არ არის.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი