ქართველი ფეხბურთელები ევროთასებზე 

23 თებერვალი 2024, 09:44 370 ნახვა

ევროთასების პლეი-ოფში ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ორი მათგანი გავიდა. ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო მატჩში დონეცკის „შახტარი „მარსელს“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ჰამბურგში 2:2 დასრულდა.

„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ირაკლი აზაროვი იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია. კონფერენსლიგის მეთექვსმეტედფინალში ბრატისლავისსლოვანმა“ გრაცის „შტურმს“ უმასპინძლა. ამ მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო – „სლოვანში“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, ხოლო „შტურმში“ – ოთარ კიტეიშვილი. პირველი მატჩი ავსტრიელებმა 4:1 მოიგეს.

სლოვაკები საპასუხო შეხვედრაშიც დამარცხდნენ და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში