უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 101 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 თებერვალი 2024, 10:11 415 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 101 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 83 საჰაერო დარტყმა,  152 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე.

„ღამით რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განადგურდა 23 თავდასხმის თვითმფრინავი"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.  ერთ-ერთი მათგანი ოდესის სანაპირო ზონაში საწარმოს შენობას დაეცა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შესაძლოა სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ.

დრონებით იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, დნიპროში უპილოტო საფრენმა აპარატმა მრავალსართულიან შენობას დაარტყა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი