საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფი ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს. ვახტანგ ხმალაძე, სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოსვლას გეგმავს. მისი თქმით, ეს შეეხება სასამართლო უფლებამოსილების გაფართოებას და ასევე მოსამართლეთა კარიერული წინსვლის საკითხს. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოს კონსტიტუციაში შეიძლება გარკვეული ნორმების დამატება, რომ გაძლიერდეს საზოგადოების უფლების დაცვის გარანტიები.