ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, გასულ წელს დამტკიცდა 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება "სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასებას.
მისი თქმით, სტრატეგიის ახალი მიმართულებაა საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასების დაწყება.
ფინანსთა მინისტრთან შეკითხვები ჰქონდათ ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებს.